ქუთაისიდან ძალადობის ამსახველი კადრები ვრცელდება: არასრულწლოვანებმა შუახნის კაცზე გონების დაკარგვამდე იძალადეს - "მე კაი ბიჭი ვარ, შენ ვინ ხარ? კაი ბიჭს ზურგი როგორ შეაქციე?!"
ქუთაისში არასრულწლოვანებმა შუახნის კაცზე გონების დაკარგვამდე იძალადეს. ინფორმაციას და ვიდეოს ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
შემთხვევა მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში მოხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.