loader

რას ამბობენ ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე?

პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაპირებული ვრცელი განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აპირებს.

ღარიბაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. ანტიკორუფციული კამპანიის მიზანი მისი პატიმრობა და პოლიტიკურად განადგურება იყო. როგორც ყოფილი პრემიერი წერს, ის ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა და სწორედ ამიტომ სამართლებრივ ბრძოლაზე უარი თქვა.

გუშინწინ, სოციალურ ქსელში, განცხადებასთან თანდართული წერილი კი ღარიბაშვილის მტკიცებით, მამუკა მდინარაძისგან მიიღო. რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას სრული აბსურდი უწოდეს.