loader

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

ადვოკატის თემურ ქავშბაიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რადგან ადვოკატს მოლოდინი ჰქონდა, რომ სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.

“2000 ლარით დააჯარიმა, ვფიქრობ, რომ სააპელაციო სასამართლო ლოიალურად გადაწყვეტს ამ საკითხს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, შეეძლო სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა",- აღნიშნა ადვოკატმა

ცნობისთვის, კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე ორი დღის წინ დააკავეს, იგი იზოლატორიდან გუშინ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.