"მიზანია, ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს, სხვა შინაარსი ამ უბადრუკ წერილში ვერ ამოიკითხება" - გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე
რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა ლაპარაკი?! - დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ელემენტარულად შეცდომაშია შეყვანილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, წერილის მიზანი სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა.