loader

"უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით" - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით" - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

"სექტემბერ-ოქტომბერი უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით რუსეთთან ღიად დაახლოვების და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების სახით" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უნდა მოვემზადოთ ერთიანი მძალვრი პასუხისთვის.

"ნდობის აღდგენა" სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკანა არავიტარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას. მეტიც, კობახიძის შესრულებით, ის ივანიშვილისეული "ბოდიშის მოხდაა"

ისეთი წინადადება უნდა გაუკეთო აფხაზებს და ოსებს, რომელზეც უარს ვერ იტყვიან და კი, ასეთად წამომიდგენია "ჩემთან ერთად ევროკავშირში შემოდი და თავისუფლი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრება გვექნება ერთად საერთო სახელმწიფოში სახელად საქართველო".

ესაა "წინადადება" ზემოთქმული ფორმულიდან. და "უარს ვერ იტყვიან" ნაწილი მრავალკომპონენტიანი საკითხია და მასში რას შევიტანთ ჩვენი გადასაწყვეტიცაა და ჩვენს მოხერხებაზე და მუშაობაზეა.

კობახიძის დღევანდელ ტექსტს რაც შეეხება: ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით რუსეთთან ღიად დაახლოვების და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების სახით. უნდა მოვემზადოთ ერთიანი მძალვრი პასუხისთვის და, ტყუილს არ ვიტყვი, ასევე რეპრესიების ახალი მძიმე ტალღისთვის" - წერს გვარამია.