მილიონიანი პარკინგი, საჩუქრები სააკაშვილის ოჯახისგან და ბინები კიევში - უკრაინული მედია ლიზა იასკოს დეკლარაციას აქვეყნებს
უკრაინული მედია "ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ელიზავეტა (ლიზა) იასკოს ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ძვირადღირებული ავტოსადგომის მფლობელი გახდა.
12,5 კვ.მ ფართობის პარკინგის ადგილში იასკომ 1 მილიონ 25 ათასი გრივნა (დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი) გადაიხადა, რაც თითო კვადრატულ მეტრზე 82 000 გრივნას (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი) შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე საპარკინგე ადგილია, რომელიც "ხალხის მსახურის" დეპუტატმა ბოლო წლებში შეიძინა: 2025 წელს მან 300 ათას გრივნად (დაახლოებით 7 300 აშშ დოლარი) 12,7 კვ.მ ფართობის ავტოსადგომი შეიძინა. ამასთან, დეპუტატის საკუთრებაში მხოლოდ ერთი ავტომობილი - Suzuki Vitara-ს მარკის კროსოვერი ირიცხება.
გარდა ამისა, სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში, კერძოდ 2024 წელს, იასკო გახდა კიევში 57,2 კვ.მ ფართობის ბინის მფლობელი, რომლის ღირებულებაც 2,04 მილიონ გრივნას (დაახლოებით 50 000 აშშ დოლარი) შეადგენს. განაგრძეთ კითხვა>>>