loader

"4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი?

"4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა.

ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"4 აგვისტოს დაკრძალეს დავით ნანავა, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი. ლექსო თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმაა. დავით ნანავამ თავი მოიკლა. (ოფიციალური ვერსიით) ამბობენ ამ კაცს თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე "თავი მოიკლა" ციხის უფროსმა. მალე "თავი მოიკლა" პოლიციელმა რუსიაშვილმა, ამბავი კახეთში მოხდა.

ყველა ეს ამბავი ფინანსურ გარჩევებამდე, ან პრობლემებამდე მიდიოდა. მანამდე, "თვითმკვლელობა სცადა" რიჟვაძემ. ესეც ღარიბაშვილის კლანია.

10 დღის წინ საავამდყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი თავად ღარიბაშვილი. კი გვითხრეს გეგმიური შემოწმება იყოო, მაგრამ აგერ ადამიანი საკუთარ და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინას აკისრებს.

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ციხეში ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც ბაჩიაშვილს.

ბიძინას სავაჭროდ ერთი დღე მისცა. თან ოჯახი დააზღვია. თუ ბიძინასგან უარს მიიღებს, ირაკლი კობახიძემ იდარდოს".

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

ასევე იხილეთ: "გავ­რცელ­და ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი, თით­ქოს ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის სი­მამრმა ვერ გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს" - ნიკა გვარამია