loader

"ოჯახს ერთი შვილი ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს" - უმძიმესი ავარია, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახს ერთი შვილი ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს" - უმძიმესი ავარია, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტობანზე მომხდარ ავარიას კიდევ ერთი მარტვილელი ემსხვერპლა. როგორც „ინფო მარტვილისთვის“ ხდება ცნობილი, ავტობანზე მომხდარ ავარიას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის მკვიდრი, 22 წლის გიორგი გულორდავა ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

„ოჯახს ერთი შვილი ჰყავდა. საშინელი ტრაგედია ტრიალებს. ავტობანზე მანქანა დაეჯახა“, - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი „ინფო მარტვილთან“ საუბრისას.