loader

“16-დან 20 წლამდე სასჯელს იმსახურებდა და ფსიქიატრიულში გაუშვეს! რომ გამოვა, ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა" - რას ამბობს ქალი, რომლის ყოფილმა მეუღლემაც მისი მოკვლა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“16-დან 20 წლამდე სასჯელს იმსახურებდა და ფსიქიატრიულში გაუშვეს! რომ გამოვა, ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა" - რას ამბობს ქალი, რომლის ყოფილმა მეუღლემაც მისი მოკვლა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა

გუ­რან­და აბუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის (ლე­ვან გა­დე­ლია) მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, ამ­ბობს, რომ მო­ძა­ლა­დემ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ყალ­ბე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გუ­რან­და აბუ­ლაშ­ვილ­მა "TV პირ­ველს" გა­ნუ­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან გა­დე­ლი­ამ 3 წლის წინ არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა ჩა­ქუ­ჩით, და­ნი­თა და სახ­რახ­ნი­სით სცა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­დე­ლი­ას­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მას 33 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, მა­მა­კა­ცი შე­უ­რა­ცხა­დად ცნეს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნაც­ვლად ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ჩემი მე­უღ­ლე მუ­შა­ობ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შემ­დეგ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში, ბო­ლოს იყო მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი მე­რი­ის აუ­დი­ტის და თუ ადა­მი­ა­ნი შე­უ­რა­ცხა­დი იყო, არ­ცერ­თი გა­დაც­დო­მა ამ ხნის მან­ძილ­ზე არ ჰქო­ნია.

ბა­გა­თე­ლი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ კი­დევ გამ­ყარ­და ჩემი ეჭ­ვე­ბი, რომ საქ­მე გვაქვს მაკა და­დი­ა­ნის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას­თან ან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას­თან. შე­ის­წავ­ლონ მაკა და­დი­ა­ნის საქ­მე შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, გა­მო­იკ­ვლი­ონ და ნა­ხონ მისი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხი რო­გო­რია ამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ ადა­მი­ანს მე ვიც­ნობ­დი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და მის­თვის მე არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ის იქ­ნე­ბო­და, ვთქვათ, შე­უ­რა­ცხა­დი. მან ეს და­ნა­შა­უ­ლი და­გეგ­მა, მო­ა­წყო ისე, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მარ­ტო. თუ შე­უ­რა­ცხა­დი იყო ეს ადა­მი­ა­ნი, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად დამ­სხმო­და თავს, გა­ის­ტუმ­რა ისი­ნი. მას ჰქონ­და ეს და­გეგ­მი­ლი რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, და­ახ­ლო­ე­ბით აპ­რი­ლის თვე­ში და­მე­მუქ­რა: "ახლა რომ მოგ­კლა, ცი­ხე­ში ხომ არ წა­ვალ შენს გა­მოო". ეს უტ­რი­ა­ლებ­და მას თავ­ში და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ისე, რო­გორც მას უნ­დო­და. მე მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ აიღო ტე­ლე­ფო­ნი და მი­ღებ­და, თა­ვად მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, რა მუხ­ლი წა­რუდ­გე­ბო­და, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში. 16-დან 20 წლამ­დე იმ­სა­ხუ­რებ­და სას­ჯელს და 4 წლის ვა­დით გა­უშ­ვეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში. ეს ადა­მი­ა­ნი 2027 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ჩემი სი­ცო­ცხლე ისევ საფრ­თხის ქვე­შაა და შე­საძ­ლოა, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვი­საც არის სა­ში­ში, არა მარ­ტო ჩემ­თვის", - ამ­ბობს გუ­რან­და აბუ­ლაშ­ვი­ლი.