loader

ნიკოლოზ რაჭველი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ რაჭველი განცხადებას ავრცელებს

"გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ იმ რამ­დე­ნი­მე გა­მოს­ვლას მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გში, რო­მე­ლის გა­მოც ბრალს ის ხალ­ხი მდებს, ვინც პუ­ტი­ნის რე­ჟიმს სა­რე­ცელ­ზე უწ­ვე­ბა სა­ა­მებ­ლად", - ამის შე­ა­ხებ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ­სა და ჩემი სა­ა­მა­ყო კო­ლე­გე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და­ემ­თხვა კი­ევ­ში ჩემს იმ დროს ყოფ­ნას, რო­დე­საც რუ­სეთ­მა მო­რი­გი ბა­ლის­ტი­კუ­რი დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ზე. საკ­მა­ოდ მძი­მე ღამე გა­მო­ვი­ა­რეთ, მერე კი მე ლვოვ­ში დავ­ბრუნ­დი, სა­დაც ვი­დი­რი­ჟო­რე შე­სა­ნიშ­ნა­ვი უკ­რა­ი­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნის ვიქ­ტო­რია პო­ლე­ვას ბა­ლეტს “სარ­კე”, ხოლო ახლა ისევ ჩა­მო­ვე­დი კი­ევ­ში, რად­გან კვი­რას ვუ­ძღვე­ბი სა­ო­ცა­რი ფეს­ტი­ვა­ლის “ბუ­კე­ტის” და­ხურ­ვის გალა კონ­ცერტს წმინ­და სო­ფი­ას ტაძ­რის ბაღ­ში, რო­მელ­საც 2000 მსმე­ნე­ლი და­ეს­წრე­ბა… ჰოდა რისი თქმა მსურს: თავს ვგრძნობ მხნედ და საკ­მა­ოდ ამა­ყად, რომ ამ ურ­თუ­ლეს, ეკ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თარ თავ­ში ვპო­უ­ლობ ძა­ლას, რომ გვერ­დით ვედ­გე ჩემ სა­ო­ცარ უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს, მუ­სი­კო­სებს, შე­მოქ­მე­დებს, ადა­მი­ა­ნებს, მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ დღე და ყო­ველ წუთს მაძ­ლე­ვენ თავ­გან­წირ­ვი­სა და გმი­რო­ბის მა­გა­ლითს!

ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა ბო­ლომ­დეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე და მე ამ პრო­ცე­სის ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნა გან­გე­ბამ მარ­გუ­ნა, ვთვლი რომ სა­ჩუქ­რად, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ იმ რამ­დე­ნი­მე გა­მოს­ვლას მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გში, რო­მე­ლის გა­მოც ბრალს ის ხალ­ხი მდებს, ვინც პუ­ტი­ნის რე­ჟიმს სა­რე­ცელ­ზე უწ­ვე­ბა სა­ა­მებ­ლად, თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ისე­თი ში­ნა­არ­სის სი­ტყვით მივ­მარ­თე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ყვე­ლას ეგო­ნა სცე­ნი­დან­ვე გა­და­მიყ­ვან­დნენ იზო­ლა­ტორ­ში. ჰოდა დაე, გა­ი­მარ­ჯვოს სა­მარ­თალ­მა! ანუ უკ­რა­ი­ნამ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­მა სამ­შობ­ლომ, ამ დიდ ბო­რო­ტე­ბა­ზე, ა მ ი ნ!" - წერს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.