loader

ვრცელდება მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები

ესპანეთის ქალაქ გრანადაში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სახლები დააზიანა, - ინფორმაციას გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ალენდინის მუნიციპალიტეტი იყო.

ანდალუსიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მორენომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მიწისძვრამ გარკვეული მატერიალური ზარალი გამოიწვია. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიცავით ყველა რეკომენდაცია“, - განაცხადა ანდალუსიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა.