loader

გარდაიცვალა ფოტოჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაიცვალა ფოტოჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია

ფოტოჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორიას საზოგადოება იცნობს ასევე როგორც ჟურნალისტსა და დიპლომატს. ის ფოტოხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესდა და მას მერე ფოტოზე მილიონობით უნიკალური და ისტორიული კადრი აღბეჭდა.

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში არაერთ მედიასაშუალების კორესპონდენტი იყო, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე 34 წელი იმუშავა. ასევე მუშაობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტის რანგში. იყო დიპლომატიურ სამსახურში - საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი თურქეთში.