loader

"მაქვს ინფორმაცია, რომ გია ბარამიძეს შესთავაზეს, მისი ინტერვიუ არ გაეშვათ, თუმცა მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა" - გიორგი ჯინჭარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაქვს ინფორმაცია, რომ გია ბარამიძეს შესთავაზეს, მისი ინტერვიუ არ გაეშვათ, თუმცა მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა" - გიორგი ჯინჭარაძე

გია ბა­რა­მი­ძის სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ იყო მი­მარ­თუ­ლი - ეს არის უცხო­უ­რი აგენ­ტუ­რის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა და­ი­ნა­ხა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ჯინ­ჭა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ჯინ­ჭა­რა­ძის თქმით, აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ “მას შეს­თა­ვა­ზეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­უ­ჟე­ტი არ გა­ეშ­ვათ, თუმ­ცა ამ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მისი ნე­ბით მოხ­და“.“ეს არის ჩვე­ნი და არა მარ­ტო ჩვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა - პირ­ველ რიგ­ში, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი დღეს ამ და­ფა­ზეა [სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის და­ღუ­პულ გმირ­თა მე­მო­რი­ა­ლი] ამოტვიფ­რუ­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა გიყ­ვარ­დეს და ქვე­ყა­ნა­ზე ფიქ­რობ­დე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჯინ­ჭა­რა­ძემ.

საქ­მე ეხე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მიერ იაგო ხვი­ჩი­ას­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ რომ აფხა­ზეთ­ში ომის დროს “ჩვენ ტყვე­ე­ბი არ გვყავ­და, ჩვე­ნებს ტყვე­ე­ბი არ აჰ­ყავ­დათ, ჩვე­ნე­ბი ხვრეტ­დნენ“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­რა­მი­ძემ გან­მარ­ტა, რომ მას არას­დროს უთ­ქვამს, რომ “ჩვე­ნე­ბი ხე­ლე­ბა­წე­ულს ან და­ტყვე­ვე­ბულს “ხვრეტ­დნენ" და ასე­თი რამ არას­დროს უნა­ხავს.

ბა­რა­მი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი­სა და სა­ბო­ტა­ჟის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.