ბათუმში, მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ქალს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან.