loader

ხვიჩა კვარაცხელია 2 საათი დოპინგ ტესტზე შეიყვანეს - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვიჩა კვარაცხელია 2 საათი დოპინგ ტესტზე შეიყვანეს - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ?

ევ­რო­პის სუ­პერ­თას­ზე პსჟ-მ "ას­ტონ ვილა“ 2:1 და­ა­მარ­ცხა. პა­რი­ზე­ლე­ბის მხრი­დან ან­გა­რი­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გახ­სნა. კვა­რა ლუის ენ­რიკ­მე 88-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

la Gazzetta dello Sport Georgia-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სახ­დელ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია დო­პინგ ტესტზე შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მოც­და 2 სა­ათ­ზე მეტი მო­უ­წია.კვა­რას პსჟ-ს ავ­ტო­ბუ­სი ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა დიდხ­ნი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, ეს ავ­ტო­ბუ­სიც წა­ვი­და და ქარ­თველს ცალ­კე მან­ქა­ნით მო­უ­წია სას­ტუმ­რომ­დე მის­ვლა.

დო­პინგ კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­სულს კი გა­სახ­დე­ლებ­თან მას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი დახ­ვდა.

კი­ტემ კვა­რას ჩემ­პი­ო­ნო­ბა მი­უ­ლო­ცა, რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ კი კვა­რა სას­ტუმ­როს­კენ წა­ვი­და.