"შემაშფოთებელი და სასწაული იყო ეს ყველაფერი! ბოლო წუთამდე ჩემს შვილებს აბრალებდა ავარიას" - ცნობილია, რამდენი წლის გატარება მოუწევს ციხეში მძღოლს, რომელიც ხაშურში დებს დაეჯახა
გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ 4.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა.
უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
"დღეს იზეიმა ჩემი შვილების სამართალმა, დღეს მოსამართლემ ჩემი შვილების სიამაყე დაიცვა და ჩემი შვილების დამაქცეველი საკადრისი სასჯელით დასაჯა 4 წლითა და 6 თვით. უარი ვთქვით კაპიკებზე, რომელსაც მძღოლი გვთავააზობდა, რომელიც უფრო ხორცისთვის ვაჭრობას გავდა ბაზარში.
საკუთარი ხელებით ვეხმარები შვილს კუჭში გასვლაში. ვიცი მძიმე მოსასმენია, მძიმე საყურებელია, მაგრამ ეს არის ჩემი, როგორც დედის ყოველდიურობა მას შემდეგ, რაც ჩემი ორი ქალიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს და ასეთ დღეში ჩააგდეს. ეს არ იკმარეს და სასამართლოში თავს უდუნაშაულოდ ცნობენ. მინდა, ყველამ ნახოს თუ რა დღეში ჩამიგდეს ორი ანგელოზი შვილი… ეს არის ნიაკო და თათული რომლებიც სავსე უნდა ყოფილიყო ბედნიერი ბავშვობით, მეგობრებით, სკოლით, ოცნებებითა და სიცილით. მაგრამ ჩემმა შვილებმა ამ წლების დიდი ნაწილი საავადმყოფოებში, ოპერაციებსა და მძიმე ბრძოლაში გაატარეს. როგორც დედას, ყველაზე მეტად ის მტკივა, რომ ვერ ვაძლევ იმ ბავშვობას, რომელსაც იმსახურებენ. მე დღეს თქვენ მოგმართავთ არა მხოლოდ როგორც დედა, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც შვილების სიცოცხლის გადასარჩენად თქვენი გვერდში დგომა სჭირდება. თითოეული გაზიარება, თითოეული ლარი, თითოეული კეთილი სიტყვა შეიძლება გახდეს ის ნაბიჯი, რომელიც ნიაკოს და თათულის მდგომარეობას უკეთესობისკენ მიიყვანს.
თუ დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, გააზიარეთ.
დღემდე ხალხის დახმარებით მოვდივართ და კიდევ ერთხელ გთხოვთ დამხარებას ყველას, გთხოვთ ვისაც სურვილი გაქვთ დამეხმარეთ რადგან ფინანსურ ხარჯებს რაც გოგონებს სჭირდებათ ფიზიკურად ვერ ვუმკლავდები.
უმორჩილესად გთხოვთ საზოგადოებას ვისაც გსურთ დახმარება და რისი საშუალებაც გვაქვს #მზისგოგონებს ანგარიშის ნომრები:
↘️პირადი ნომერი: #26001036554 (ი.ს)
↘️BOG (საქართველო) ანგარიში: GE20BG0000000605380748
↘️TBC (თიბისი) ანგარიში: GE88TB7011845064300097
↘️დანიშნულებაში ჩაწერეთ: #მზისგოგონებს
↘️PayPal/Wise: Imeda.sulaberidze@ciu.edu.ge" - წერს სოციალურ ქსელში ბავშვების დედა სოფიო ხარშილაძე და ვიდეოს აქვეყნებს.