"სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია - ვინ რა უნდა მითხრას?" - ნინო სუხიშვილი
"ვინ რა უნდა მითხრას? მე ვარ სახელმწიფო ანსამბლი თუ ვინმე რამეს მეტყვის ეს არის სახელმწიფო. მე ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს სულ დავიცავ, ვინც არ უნდა იყოს სათავეში — სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, რადგან ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ, ვთვლი, რომ არ არის კორექტული იქ გასტროლებით სიარული“ — ამბობს ნინო სუხიშვილი „ფორმულას“ ეთერში