loader

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა - რას ამბობენ ადგილობრივები თავდამსხმელზე, რომელიც შსს-მ მალევე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა - რას ამბობენ ადგილობრივები თავდამსხმელზე, რომელიც შსს-მ მალევე დააკავა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.

მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს, შეიარაღებულმა პირმა კი მაღაზიიდან ვერაფერს წაღება ვერ მოახერხა.

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი, სოფელ კოლაგის მკვიდრია და ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.