კოსოვოს პარლამენტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - "დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს კვერცხები ესროლა“: ვრცელდება ამსახველი კადრები
"ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოში, კოსოვოში, საპარლამენტო სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატსა და პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შორის დაპირისპირების გამო ჩაიშალა", — ამის შესახებ "The-sun" წერს.
დაძაბულობა პარლამენტში მას შემდეგ გამწვავდა, რაც კურტიმ კონსტიტუციური სხდომის გადადება მოითხოვა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას პოლიტიკური პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის დამატებითი დრო სჭირდებოდა, სანამ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენდა.
კურტი შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა. ამ დროს მასთან მივიდა ალიანსის პარტიის დეპუტატი თემე კადრიაი. მან ჩანთიდან კვერცხები ამოიღო და პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე ესროლა. ინციდენტის დროს დეპუტატი ყვიროდა: „სირცხვილია, სირცხვილია“.
მომხდარის შემდეგ საპარლამენტო სხდომა ჩაიშალა. კურტისთან დაკავშირებულმა ინციდენტმა საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. კერძოდ, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა შემთხვევის ამსახველი ვიდეო სათაურით — „კოსოვოს დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს კვერცხები ესროლა“ — გამოაქვეყნა.