loader

"საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს სიახლეს, დაიდება პირველი მნიშვნელოვანი შედეგი და ნატა ვიბლიანს ოფიციალურად ცნობენ დაზარალებულად" - ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით ტარიელ კაკაბაძე ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს სიახლეს, დაიდება პირველი მნიშვნელოვანი შედეგი და ნატა ვიბლიანს ოფიციალურად ცნობენ დაზარალებულად" - ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით ტარიელ კაკაბაძე ინფორმაციას ავრცელებს

"ნატა ვიბლიანის საქმეზე საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს სიახლეს. დაიდება პირველი მნიშვნელოვანი შედეგი - ნატას ოფიციალურად ცნობენ დაზარალებულად!",-ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ყველაფერი კეთდება სიმართლის დასადგენად! ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო ზემო - სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას! გთხოვთ, ნუ მიაწვდით ნატა ვიბლიანს გადაუმოწმებელ ინფორმაციას! ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება შეაფერხოს გამოძიება. თუ მე დავინახავ, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მართლაც ახდენს გამოძიებაზე ზეწოლას, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს. ეს გამიკეთებია არაერთ საქმეზე და მომავალშიც გავაკეთებ! შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ დანაშაულებრივ ფაქტებზე ახლახან დაიწყო გამოძიება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ რეალობაში. გვიწევს ძალიან ძველი ფაქტების აღდგენა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დაგველოდეთ“,-წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.