ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები ბათუმიდან - რა მოხდა ბაგრატიონის ქუჩაზე?
ბათუმში, გვიან ღამით, ბაგრატიონის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.