loader

"Soos! ამ წუთებში თავს დაესხნენ არასრულწლოვანების და სავარაუდოდ არა მარტო არასრულწლოვანების ჯგუფი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Soos! ამ წუთებში თავს დაესხნენ არასრულწლოვანების და სავარაუდოდ არა მარტო არასრულწლოვანების ჯგუფი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი?

ადვოკატი იაკო კვანტალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ "გლოვოს" კურიერს, რომელსაც შეკვეთა მიჰქონდა თავს დაესხნენ:

"Soos! ამ წუთებში ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანების და სავარაუდოდ არა მარტო არასრულწლოვანების ჯგუფი ყაზბეგის 25 ში შეკვეთის მიტანისას, "გლოვოს" კურიერია უპატიოსნესი, ობოლი ბიჭი დავით დვალიშვილი. არის მძიმედ, გადაყავთ საავადმყოფოში.

დამირეკა ამ წუთას - როგორც გიგა ავალიანი მოკლეს ისე მკლავდნენ მეცო" - წერს ადვოკატი იაკო კვანტალიანი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.