loader

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნია იმნაძის ადვოკატი, საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნია იმნაძის ადვოკატი, საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს

გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის, ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლი იმ­ნა­ძის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს ავ­რცე­ლებს. კად­რე­ბი მა­ში­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი წერს, რომ „პრო­კუ­რა­ტუ­რამ წნეხს ვერ გა­უძ­ლო“.„ნიას მი­მართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ არ გქონ­დათ, ეს სა­კა­მა­თო არც კი იყო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში აქამ­დე და­ა­კა­ვებ­დით, თუმ­ცა ახლა რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაქვთ, რაც სა­ფუძ­ვლად და­უ­დეთ არას­რულ­წლო­ვა­ნის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­დე­ბას?

თა­ვად ეკა კუ­პა­ტა­ძეც ვერ უთი­თებს რა­ი­მე კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ გა­უძ­ლო წნეხს! გა­უძ­ლებს კი სა­სა­მარ­თლო ამ წნეხს? - წერს ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი და ნია იმ­ნა­ძე 5 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

ბრა­ლის მი­ხედ­ვით, იმ­ნა­ძეს ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას.უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, ნია იმ­ნა­ძემ მის მე­გობ­რებს - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას უთხრა, თით­ქოს­და, მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და მის მი­მართ, რი­თაც მან ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი წა­ა­ქე­ზა, თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად თავს დას­ხმო­და გიგა ავა­ლი­ანს. სა­ბო­ლო­ოდ, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძის და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მე­ლიც 23 დღის შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.