loader

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი მოზარდი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია - რა არის ცნობილი ამ დროისთვის საქმეში და რა მტკიცებულებებზე საუბრობს ეკა კუპატაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი მოზარდი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია - რა არის ცნობილი ამ დროისთვის საქმეში და რა მტკიცებულებებზე საუბრობს ეკა კუპატაძე?

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი მოზარდი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია. ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენიათ, ეკა კუპატაძე იმ სავარაუდო მტკიცებულებებზე საუბრობს, რამაც მოსამართლეს გოგოების დაკავების შესახებ განჩინება გამოაცემინა.

ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის ქეთევან ვარდანაშვილის თქმით, მიერ მიერ დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ იცნობს ნია იმნაძეს და ინფორმაცია გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ფაქტის საჯაროდ გავრცელების შემდეგ გაიგო.

პროკურატურა, ანასტასია ბერუაშვილს ბრალს სავარაუდოდ სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენებს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე ნია იმნაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლის მესამე “ლ” ქვეპუნქტის დარღვევას ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

საგამოძიებიო უწყება დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ უახლოეს საათებში წარუდგენს, თუმცა იქნებიან თუ არა ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე ბოლო ბრალდებულები აღნიშნულ საქმეზე ეს ჯერ კიდევ უცნობია, რადგან ეკა კუპატაძე იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე უკვე კარგა ხანია საუბრობს, რომელთა ხელშიც ძალადობის შედეგად დაზარალებული გიგა ავალიანი აღმოჩნდა.