loader

"არის ეჭვები ვინმეს ხომ არ მფარველობენ" - დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმის ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არის ეჭვები ვინმეს ხომ არ მფარველობენ" - დაკარგული 17 წლის ბიჭის საქმის ადვოკატი ახალ გარემოებებზე საუბრობს

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დის საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბა. ამის შე­სა­ხებ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

მისი თქმით, საქ­მის გახ­სნით ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბობს. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის მა­მი­დას­თან შეხ­ვედ­რას, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბი­სა, შეხ­ვედ­რა აღარ შედ­გა.

მი­სი­ვე თქმით, მას ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხე­ბი, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ისე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მა­მი­დის მხრი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე უარი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­მა­ტე­ბით კი­თხვებ­სა და ეჭ­ვებს აჩენს.

ად­ვო­კატ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბაც გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მის ირ­გვლივ არა­ერ­თი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც, ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ საქ­მე­ზე მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დე­დას­თან სა­უ­ბარ­ში უარ­ყოფ­და, რომ ოდეს­მე ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ვინ­მეს შე­საძ­ლო მფარ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც არ­სე­ბობ­დეს ეჭ­ვე­ბი. თუმ­ცა, იქვე ხაზს უს­ვამს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის და­ნა­შა­უ­ლის დაბ­რა­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ აპი­რებს.

ად­ვო­კა­ტი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვს, ან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და, ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ერ­თო.