loader

განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ

სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სას­კო­ლო ფორ­მის ტან­საც­მლით უსას­ყიდ­ლოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 3 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცე­მუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნი­სა­ზღვრა ბავ­შვე­ბის ექ­ვსი კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო ფორ­მებს უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.

რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სას­კო­ლო ფორ­მის ტან­საც­მე­ლი უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მათ სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც:

ა) რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში და მათი ოჯა­ხე­ბის სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 65001 ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბია;

ბ) ჩარ­თულ­ნი არი­ან მინ­დო­ბით აღ­ზრდის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში;

გ) გან­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში;

დ) ჩარ­თულ­ნი არი­ან მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა თავ­შე­საფ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში;

ე) გან­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან თბი­ლი­სის ბავ­შვთა სახ­ლში;

ვ) 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ვერ ახერ­ხე­ბენ უკ­რა­ი­ნის ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და ჩა­რი­ცხულ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში.

პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მათ დად­გე­ნი­ლი ნი­მუ­შის სას­კო­ლო ფორ­მის ტან­საც­მე­ლი.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის გა­და­სა­ცე­მი სას­კო­ლო ფორ­მის ტან­საც­მე­ლი შედ­გე­ბა: ბი­ჭის­თვის − 1 პი­ჯა­კი­სა და 2 შარ­ვლი­სა­გან; გო­გოს­თვის − 1 პი­ჯა­კის, 1 შარ­ვლი­სა და 1 ქვე­და­კა­ბი­სა­გან.