"ამ მღვდლებს სათითაოდ მოეთხოვება პასუხი ასეთი უღმერთო, არაადამიანური საქციელისთვის - პატრიარქ ილია II-ის დროს, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
"ამ მღვდლებს სათითაოდ მოეთხოვებათ პასუხი ასეთი უღმერთო, არაადამიანური საქციელისთვის," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ქართველი მებრძოლის, ზაალ ლატარიას გავრცელებულ ინფორმაცის, რომ მას მისი გარდაცვლილი ქალიშვილის დასვენების უფლება არცერთმა ტაძარმა მისცა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პატრიარქ ილია II-ის დროს, ასეთი რამ არ მოხდებოდა.
"ჩემი სოლიდარობა ზაალ ლატარიას და მის ოჯახს. საქართველოს მონურ ნაწილს, ასეთი გმირების მიმართ მხოლოდ ბოღმა, შური და მიუღებლობა ამოძრავებს. სირცხვილი იმ ანაფორაში გამოწყობილ ჯოჯოხეთის მოციქულებს, რომლებიც მისი შვილის ეკლესიიდან გამოსვენებაზე უარს ეუბნებიან. ამ მღვდლებს სათითაოდ მოეთხოვება პასუხი ასეთი უღმერთო, არაადამიანური საქციელისთვის. პატრიარქ ილია II-ის დროს, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა," - წერს მიხეილ სააკაშვილი.