loader

როგორ ეხმაურება გიორგი კეკელიძე საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს? - "მგონია, რომ მათ შორის აღმოჩნდება ერთი, ვინც იტყვის - მე ავიღებ ამ ცოდვას თავზე, თუ ეს ცოდვაა და იმ ერთისთვის მერე ბევრი ილოცებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება გიორგი კეკელიძე საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს? - "მგონია, რომ მათ შორის აღმოჩნდება ერთი, ვინც იტყვის - მე ავიღებ ამ ცოდვას თავზე, თუ ეს ცოდვაა და იმ ერთისთვის მერე ბევრი ილოცებს"

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ეხმაურება:

"ახლახან გარდაცვილილი გოგოს ტაძარში დასვენების გამო, არ მგონია, რომ განრისხდეს ღმერთი. შეუძლებელია, ღმერთი ნაომარი მამის ტირილს უყურებდეს და საკუთარ სახლში მის შვილს კარი მიუხუროს. ვიცი წესები და სამართალი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს წესები ადამიანის

გამო და ადამიანისთვის შეიქმნა და ადამიანებივე აღასრულებენ მგონია, რომ მათ შორის აღმოჩნდება ერთი, ვინც იტყვის - მე ავიღებ ამ ცოდვას თავზე, თუ ეს ცოდვაა და იმ ერთისთვის მერე ბევრი ილოცებს," - წერა კეკელიძე.