პანიკა სანაპიროზე: მედიაში ვრცელდება აფეთქების კადრები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 40 - რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინული დრონი დამსვენებლებით სავსე სანაპიროზე აფეთქდა
სამხრეთ რუსეთში, ერთ-ერთ ხალხმრავალ სანაპიროზე დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიფრინავს დრონი კლდისკენ, შემდეგ კი სანაპიროზე ფეთქდება, მაშინ როცა ტურისტები ნაპირზე და ზღვაში იმყოფებიან.კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 40-ს აღწევს, მათგან 17 საავადმყოფოში გადაიყვანეს. განაგრძეთ კითხვა