loader

“ბო­ლომ­დე არა­ვინ იცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი , უკავ­ში­რე­ბენ ნა­ყო­ფის შე­წყვე­ტის გარ­თუ­ლე­ბას - იმე­დია აღ­მოჩ­ნდე­ბა მა­მაო, რო­მე­ლიც დაც­ლი­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის­გან” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბო­ლომ­დე არა­ვინ იცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი , უკავ­ში­რე­ბენ ნა­ყო­ფის შე­წყვე­ტის გარ­თუ­ლე­ბას - იმე­დია აღ­მოჩ­ნდე­ბა მა­მაო, რო­მე­ლიც დაც­ლი­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის­გან” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"უკ­რა­ი­ნა­ში, ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე იყო, ულა­მა­ზე­სი და უკარ­გე­სი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ა­გე­ბი­ნეს. სა­პატ­რი­არ­ქომ შვი­ლის ეკ­ლე­სი­ი­დან გას­ვე­ნე­ბა­ზე უარი უთხრა," - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი წერს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ გა­მოჩ­ნდე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც ქარ­თველ მებ­რძოლს "ქრის­ტი­ა­ნუ­ლად მო­ექ­ცე­ვა"."არ­სე­ბობს ასე­თი კაცი, ზაალ ლა­ტა­რია.

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს, ყვე­ლა ომის მებ­რძო­ლი.

მთელ სხე­ულ­ზე ტყვი­ე­ბის ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს.

შე­ა­ბერ­და რუს­თან ბრძო­ლას.

უკ­რა­ი­ნა­ში, ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე იყო, ულა­მა­ზე­სი და უკარ­გე­სი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ა­გე­ბი­ნეს.

სა­პატ­რი­არ­ქომ შვი­ლის ეკ­ლე­სი­ი­დან გას­ვე­ნე­ბა­ზე უარი უთხრა.

ძა­ლი­ან სირ­ცხვი­ლია მე­გობ­რე­ბო.

ბო­ლომ­დე არა­ვინ იცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

თვით­მკვლე­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ეს სა­და­ოც არაა.

უკავ­ში­რე­ბენ ნა­ყო­ფის შე­წყვე­ტის გარ­თუ­ლე­ბას.

იმე­დია აღ­მოჩ­ნდე­ბა მა­მაო, რო­მე­ლიც დაც­ლი­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის­გან და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად მო­ექ­ცე­ვა ქარ­თველ მებ­რძოლს.

ზა­ალ­მა უნდა იცო­დეს რომ ამ წუ­ხილ­ში მარ­ტო არაა," - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­მა­ში მებ­რძოლ­მა ქარ­თველ­მა, ცოტა ხნის წინ და­წე­რა, რომ მას ეკ­ლე­სი­ებ­მა უარი უთხრეს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­მე­ბა­ში:

"ეკ­ლე­სი­ებ­მა უარი მი­თხრეს შვი­ლის დას­ვე­ნე­ბა­ზე, ჩემს შვილს მე და­ვი­ტი­რებ ჩემ­თან, სახ­ლში. გას­ვე­ნე­ბა ხუთ­შა­ბათს 6 აგ­ვის­ტოს, 16:00 სა­ათ­ზე, ზუგ­დი­დი - თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქუჩა 15..."