როგორ იცვლება სატრანსპორტო მოძრაობა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ - რას ამბობს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი
რუსთაველის გამზირზე გზის გაბარიტი უცვლელი რჩება, გზა არ ვიწროვდება. ყოველთვის იყო გზის დავიწროების შიში და არა, არ ვიწროვდება გზა - ბევრი კითხვა ისმოდა, იქნება თუ არა ავტობუსის ზოლი შუაში, როგორც ჭავჭავაძის გამზირზეა და არა, არ იქნება. განაპირა ზოლზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ნინო ბაგაშვილმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირი აქამდე მხოლოდ მანქანაზე იყო მორგებული.