loader

“ირმას ოცნება ახდა... მისი მზე ბიჭი, სანდრო, სტუდენტ გახდა – უმაღლესი ქულებით!” - მარიამ გაფრინდაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ირმას ოცნება ახდა... მისი მზე ბიჭი, სანდრო, სტუდენტ გახდა – უმაღლესი ქულებით!” - მარიამ გაფრინდაშვილი

მარიამ გაფრინდაშვილის დისშვილი, სანდრო იშნელი სტუდენტი გახდა.

ამის შესახებ მარიამ სოციალურ ქსელში წერს და სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისი დის ოცნება ახდა.

„ირმას ოცნება ახდა...

მისი მზე ბიჭი, სანდრო, სტუდენტ გახდა – უმაღლესი ქულებით!

ირმა გაფრინდაშვილი მჯერა, რომ შენც ხედავ შენი ბიჭის ამ დიდ წარმატებას იქიდან, სადაც ახლა ხარ. და ზუსტად ვიცი, დღეს როგორი ბედნიერი და ამაყი იქნებოდი.

გილოცავ, ჩემო სანდრო! სანდრო იშნელი შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე. ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია- შენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა აუცილებლად კიდევ უამრავ წარმატებას მოგიტანს.

ირმას ოცნება აგრძელებს ცხოვრებას შენს წარმატებებში...“ – წერს მარიამ გაფრინდაშვილი

ცნობისთვის, ტელეჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის და, ირმა გაფრინდაშვილის მცირე ხნის წინა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.