loader

"ნაციონალური მოძრაობა“ ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის" - ლაშა ფარულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა“ ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის" - ლაშა ფარულავა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის ლაშა ფა­რუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, 5 აგ­ვის­ტოს პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­ას მო­მა­ვა­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ.

მისი თქმით, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტია მო­ემ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბი და რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რე­ბის პრა­ი­მე­რი­სი ჩა­ა­ტა­როს."ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­და­დის ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე. სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით 5 აგ­ვის­ტოს ყრი­ლო­ბა­ზე დამ­ტკიც­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­ას გა­უწ­ვენ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

6 თვე პარ­ტია მო­ემ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ თავ­მჯდო­მა­რის შიდა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­როს და მათ შო­რის, რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რე­ბის პრა­ი­მე­რი­სე­ბი. ჩვენ გვსურს, პარ­ტია იყოს მე­ტად გახ­სნი­ლი და ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ჩარ­თუ­ლი იყოს პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღე­ბენ ამომ­რჩე­ველ­თან, გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან და პარ­ტი­ის წევ­რებ­თან და ეს პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი, ღია და გამჭვირ­ვა­ლე. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ყრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ფა­რუ­ლა­ვამ.