loader

ვრცელდება ძლიერი მიწისძვრის კადრები - დაზიანდა შენობები, გაითიშა ელექტროენერგია, შეფერხდა მეტროს მუშაობა, მოქალაქეები პანიკამ მოიცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ძლიერი მიწისძვრის კადრები - დაზიანდა შენობები, გაითიშა ელექტროენერგია, შეფერხდა მეტროს მუშაობა, მოქალაქეები პანიკამ მოიცვა

იტა­ლი­ა­ში, ნე­ა­პოლ­ში 4,7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და. შე­დე­გად გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია, შე­ფერ­ხდა მეტ­რო­სა და მა­ტა­რებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, და­ზი­ან­და შე­ნო­ბე­ბი.

იტა­ლი­ის გე­ო­ფი­ზი­კი­სა და ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეპი­ცენ­ტრი ნე­ა­პო­ლის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე კამ­პი ფლეგ­რე­ის რა­ი­ონ­ში იყო, და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ზე.იტა­ლი­ის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ნე­ა­პოლ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის სა­მაშ­ვე­ლო დახ­მა­რე­ბის ან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის მო­თხოვ­ნა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.