loader

"ისევ რეკორდი, ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც ჩემმა ამ ოთხმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებები აიღეს… რა გოგოები, რა ექიმები გვეყოლება!" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე საკუთარი მოსწავლეების წარმატებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისევ რეკორდი, ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც ჩემმა ამ ოთხმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებები აიღეს… რა გოგოები, რა ექიმები გვეყოლება!" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე საკუთარი მოსწავლეების წარმატებაზე

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი მოსწავლეების მორიგი წარმატების შესახებ ინფორმაციას ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის გამოცდის პირველადი შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

„ისევ რეკორდი ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც. ჩემმა ამ ოთხმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებები აიღეს. საქართველოს მასშტაბით რა გოგოები, რა ექიმები გვეყოლება! ანი სურმავა 69, ნია მამულაიშვილი 68, მარიკო კარტოზია 68, ნინი ტოლიაშვილი 68 და სხვათა შორის, ნინი და მარიკო საქართველოში ერთადერთები არიან, ვინც ქიმიაშიც დაბიოლოგიაშიც ასეთი მაგარი შედეგები დადეს “, – წერს გიორგი ღოღობერიძე..