loader

"ჰამასი" განიარაღებაზე დათანხმდა - რას აცხადებს ტრამპი ისტორიული შეთანხმების შესახებ და ღაზას მომავალზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰამასი" განიარაღებაზე დათანხმდა - რას აცხადებს ტრამპი ისტორიული შეთანხმების შესახებ და ღაზას მომავალზე?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, "მშვი­დო­ბის საბ­ჭომ ის­ტო­რი­ულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია "ჰა­მა­სის“ და ღა­ზა­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა სხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის სრუ­ლი გა­ნი­ა­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ".

მისი გან­ცხა­დე­ბით, ეს არის მო­ნუ­მენ­ტუ­რი ნა­ბი­ჯი მდგრა­დი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­კენ."ეს შე­თან­ხმე­ბა კრი­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯია იმის­კენ, რომ ღა­ზას სა­ბო­ლო­ოდ მარ­თავ­დეს პა­ლეს­ტი­ნის ახა­ლი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლებს მშვი­დო­ბის საბ­ჭოს­თან პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. ამავდრო­უ­ლად, ის­რა­ელს ექ­ნე­ბა ის უსაფრ­თხო­ე­ბა, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს. ღა­ზას ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ბა­ზად აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“, - აცხა­დებს ტრამ­პი.

მისი თქმით, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი ტრამ­პის 20-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად."შე­თან­ხმე­ბა შეს­რულ­დე­ბა ფრთხი­ლად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ ეტა­პე­ბად. გა­ნი­ა­რა­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბი გავ­ლენ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ძა­ლე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ პა­ლეს­ტი­ნის ახალ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­თან ერ­თად, რათა აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღა­ზას უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მისი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის­თვის“, - წერს ტრამ­პი.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი მად­ლო­ბას უხ­დის შუ­ა­მა­ვალ ქვეყ­ნებს: ეგ­ვიპ­ტეს, კა­ტარ­სა და თურ­ქეთს. "მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო შუ­ა­მავ­ლებს - ეგ­ვიპ­ტეს, კა­ტარ­სა და თურ­ქეთს - მათი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს გა­მორ­ჩე­ულ გუნდს, რო­მელ­თა და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ეს ის­ტო­რი­უ­ლი გარ­ღვე­ვა. საფრ­თხე, რო­მე­ლიც 7 ოქ­ტომ­ბერს ღა­ზა­დან გაჩ­ნდა, აღარ აღ­დგე­ბა! ამ შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ღაზა სა­ბო­ლო­ოდ პა­ლეს­ტი­ნის ახა­ლი მთავ­რო­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ხალ­ხს ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - წერს ტრამ­პი.

ტრამ­პის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, "ჰა­მა­სის“ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­თან­ხმდნენ მშვი­დო­ბის საბ­ჭოს გეგ­მას ღა­ზა­ში სრუ­ლი გა­ნი­ა­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "ჰა­მა­სის“ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მათ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.