loader

"ასეთებისთვის ცოცხებიც ალალია, მიცვალებულებზე მიბმაც და ლინჩის წესიც!" - ნინი შერმადინი გურიაში მომხდარ უმძიმეს ფაქტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთებისთვის ცოცხებიც ალალია, მიცვალებულებზე მიბმაც და ლინჩის წესიც!" - ნინი შერმადინი გურიაში მომხდარ უმძიმეს ფაქტს ეხმაურება

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. აღნიშნულ უმძიმეს ფაქტს, სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება.

"გურიაში 14 წლის ბავშვი გააუპატიურა ბიძამ!!!! ბიძამ!!! ციხის უნდა ეშინოდეს ხალხს, იქ მოხვედრა უნდა იყოს საშიში. ასეთებისთვის ცოცხებიც ალალია, მიცვალებულებზე მიბმაც და ლინჩის წესიც!!! პედოფილები საჯაროდ უნდა ისჯებოდნენ და არანაირი პატიმრის უფლებები. ამოწყდით!!!!! ჯერ არ მოგონილა სასჯელი ალბათ რისი ღირსებიც არიან! ესეთი საშიში და ფსიქიურად შეშლილი როდის გახდა ქართველი არ ვიცი… რა გამომეპარა," - წერს ნინი შერმადინი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.