loader

როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდი ელოდება დამსვენებლებს აგვისტოში? - "პირველი და ორი აგვისტოს ჩათვლით ამ ტემპერატურას ვინარჩუნებთ, თუმცა 3 აგვისტოდან...." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდი ელოდება დამსვენებლებს აგვისტოში? - "პირველი და ორი აგვისტოს ჩათვლით ამ ტემპერატურას ვინარჩუნებთ, თუმცა 3 აგვისტოდან...."

როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდი ელოდება დამსვენებლებს აგვისტოში? - ამ კითხვით გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სს, დოდო გვა­ზა­ვას მივმართეთ. როგორც გვაზავამ გვითხრა, შავი ზღვის სანაპიროზე 3 აგვისტოდან გამოიდარებს.

"სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია, პირველ და ორ აგვისტოს იყოს ღრუბლიანი ამინდი. ღრუბლიანობიდან გამომდინარე შესაძლოა, იყოს ხანმოკლე წვიმა, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის დამსვენებლებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსი იქნება.

3 და 4 აგვისტოს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მომატებს. 5, 6, 7 აგვისტოს, ტემპერატურის კლება არ არის მოსალოდნელი, 28-30 გრადუსი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით,- განაცხადა დოდო გვაზავამ.