ცნობილია, რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა ინტერიერის დიზაინერს, რატი რატიანს, რომელიც ცნობილი ქართველი მოდელის, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანიას მეუღლეა
15 წლით პატიმრობა მიესაჯა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს, რატი რატიანს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” უკანონო დათესვა, მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, საქმე ეხება ინტერიერის დიზაინერს, რატი რატიანს, რომელიც ცნობილი ქართველი მოდელის, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანიას მეუღლეა.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად აშენებულ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 16434.71 გრ. ნარკოტიკლი საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7406.22 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “გამომშრალ მარიხუანას”. განაგრძეთ კითხვა