loader

პრემიერმა თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა - ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერმა თინათინ რუხაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა - ცნობილია, ვინ შეასრულებს კულტურის მინისტრის მოვალეობას

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა ასე­ვე, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, მაკა გურ­გე­ნი­ძე.ამას­თან, 28 ივ­ლისს გა­მო­ცე­მუ­ლი კი­დევ ერთი ბრძა­ნე­ბით ირ­კვე­ვა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ მი­ხე­ილ კიკ­ნა­ძე და­ნიშ­ნა.

ცნო­ბის­თვის, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძემ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ, 28 ივ­ლისს გა­ნა­ცხა­და. „ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლებს და წუხს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს და მის­თვის ძვირ­ფა­სია.