loader

"განაბი" მოკვდა ქალაქში, ნახევარი კაი ბიჭობა დაწყვეტილია..."ქურდის" გადაწყვეტილებაა და კაცი უნდა მოვკლაო" - ვრცელდება "კანონიერ ქურდასა" და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების ფარული აუდიო ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განაბი" მოკვდა ქალაქში, ნახევარი კაი ბიჭობა დაწყვეტილია..."ქურდის" გადაწყვეტილებაა და კაცი უნდა მოვკლაო" - ვრცელდება "კანონიერ ქურდასა" და "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების ფარული აუდიო ჩანაწერი

შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

ამასთან, გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.