თავისუფლების მოედანზე, სადაც აქცია მიმდინარეობს მოქალაქე დააკავეს
საკრებულოსთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ტერიტორიაზე დააკავეს ერთი პირი.
ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოგა მემანიშვილი, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მოქალაქე “თეთრ ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს“, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ერთი პირი ადმინისტრაციულად არის დაკავებული.
"რა მნიშვნელობა აქვს თეთრზე იქნება თუ შავზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ვინც დააშავა, ის დავაკავეთ", - განაცხადა მემანიშვილმა.
მას ასევე, ჟურნალისტმა ჰკითხა, გუშინდელ აქციაზე მოქალაქეების დაკავების თაობაზე და პოლიციის მხრიდან ქმედებებზე, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ დარღვევის შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებას და იქნება რეაგირება.
თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა, პოლიციელის მხრიდან გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართონ, თუ რამე მტკიცებულება გაქვთ, რეაგირება იქნება", - განაცხადა მან.
ფოტო: MO SE
ვიდეო: მარიამ ნიკურაძე