loader

"ეს სერიოზული გაფრთხილებაა... მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია" - რას ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სერიოზული გაფრთხილებაა... მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია" - რას ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი

„ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ვალერი ჩეჩელაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვას და ამ კუთხით, საბოტაჟის მუხლით სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია და ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგოსისტემა მდგრადი ნამდვილად არ არის.

მისივე თქმით, კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა ფიქრობს, რომ ეს შემთხვევა საბოტაჟთან არ არის დაკავშირებული.

ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს უნდა, რომ საბოტაჟი განახორციელოს და თეორიულად შეუძლია ქვეყნის გათიშვა, ამ შესაძლებლობას შეინახავდა და კრიტიკულ ვითარებაში გამოიყენებდა.