loader

"ამას რომ მთელ საქართველოში ყიდის, თუ იცოდით?..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას რომ მთელ საქართველოში ყიდის, თუ იცოდით?..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია?

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"რუსული WildBerries ამას რომ მთელ საქართველოში ყიდის, თუ იცოდით? თუ ვერ იცანით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშაა

და ამ WildBerries საქართველოში რომ 100 ფილიალი აქვს უკვე, ეს თუ იცოდით?

აი, ის კომპანია, რომლის საწყობებსაც უკრაინული დრონები აფეთქებენ, რადგან რუსული ომის მანქანის ნაწილია, პრაქტიკულად, რუსული არმიის სამხედრო-ლოჯისტიკური დანაყოფია: ყიდის დრონებსაც, ჯავშანჟილეტებსაც, კავშირგაბმულობის სპეცტექნიკას და სხვა მსგავსს

აი, ის კომპანია, სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი რომაა და მესამე ქვეყნების გავლით (რომელთა შორის, დიდი ალბათობით, საქართველოცაა) რუსეთში აკრძალული საქონელი შეაქვს

აი, ის კომპანია, აშშ-ს, უკრაინის და პოლონეთის მიერ დასანქცირებული რომაა

ის კომპანია, რომლის ადგილობრივი ფრანჩიზის მფლობელმა ვინმე სერგი თვალჭრელიძემ 2025 წელს 30 ათასი ლარი შესწირა ქართულ ოცნებას

Ps ანუ, ამეების გაყიდვა საბოტაჟი არაა და ევროკავშირში იმეილის გაგზავნა არის " - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

vsdpvsd-1785058154.jfif