loader

შემოსავლების სამსახური სარფის საბაჟო გამშვები პუნქტთან არსებულ ვითარებაზე, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა, განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემოსავლების სამსახური სარფის საბაჟო გამშვები პუნქტთან არსებულ ვითარებაზე, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა, განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს.

უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს სტანდარტული საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები”,- განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, დილიდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტთან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, საბაჟო კვეთა ხალხის ნაკადის გამო დროულად არ ხდება.