loader

"არ ვიცით, რა ხდება...აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ მიდიან" - როგორია ვითარება ამ დროისთვის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცით, რა ხდება...აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ მიდიან" - როგორია ვითარება ამ დროისთვის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე?

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხალხმრავლობაა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, გაზრდილი ნაკადის გამო საზღვრის კვეთას დროულად ვერ ახერხებენ, რის გამოც დახმარებას ითხოვენ.

„დილიდან საზღვართან მოვედით და საბაჟოს გადაკვეთას ვცდილობთ. ხედავთ, რამდენი ხალხია, დროულად ვერ ხერხდება მოქალაქეების გატარება. არ ვიცით, რა ხდება. გვსურს, დროულად გადავკვეთოთ საზღვარი, ამისთვის დიდი ხანი გვიწვეს საზღვართან ყოფნა. აღსანიშნავია, რომ აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ მიდიან. როგორ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს საათობით საბაჟოს რიგში დგომა უწევდეს?“ – აცხადებენ მოქალაქეები.