loader

დაიღუპა 1 და დაშავდა 16 ადამიანი, მათ ნაწილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს - ტრაგედიის დეტალები ბერლინიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიღუპა 1 და დაშავდა 16 ადამიანი, მათ ნაწილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს - ტრაგედიის დეტალები ბერლინიდან

ბერლინში ლგბტქ+ ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს ფურგონი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 16 კი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში ღონისძიებები და კონცერტი დაწყებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.

ბერლინის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს, თუმცა, ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ასევე, პოლიციის ინფორმაციით, ის გერმანიის დედაქალაქში ისლამისტ ექსტრემისტებთან არის დაკავშირებული. „ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილია.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ბერლინში ისლამური წრეების წევრია და ამ პირის ძებნა სრული სისწრაფით მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ფლორიან ნატმა. მან ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს.