loader

"ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ..." - თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ..." - თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს, გოგი აბაშიძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები აქვეყნებენ.

"მეგობრებო, ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ.

ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ, ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი.

ტელეფონი გაეთიშა ოთხშაბათსავე, 4 საათისკენ. გთხოვთ გადააზიაროთ. ან თუ ვინმემ სადმე შეამჩნია მომწეროთ.

მილიციაში გაცხადებულია და მიდის ძებნა" - წერს მისი ახლობელი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს