loader

"შემომესმა ბომბს რომ ააფეთქებ ისეთი ხმა...ხალხი კივის, წივის, ადგილზე გავვოგნდი" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემომესმა ბომბს რომ ააფეთქებ ისეთი ხმა...ხალხი კივის, წივის, ადგილზე გავვოგნდი" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?

"დილის 6-ის ნახევარი იქნებოდა, შემომესმა ბომბს რომ ააფეთქებ ისეთი ხმა. წამებში მოხდა. გავარდი გარეთ და რას ვხედავ? ამ საშინელ ავარიას. ხალხი კივის, წივის, ადგილზე გავვოგნდი, დავიწყე ტირილი. ყველა ეკიპაჟი ადგილზე მალევე მოვიდა 10 წუთი ვიდექი და ვტიროდი. ერთი ადამიანი ამობრუნებული მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი. ღმერთო, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დარტყმა და გულისტკივილი, " - წერს მოქალაქე სალი ბერიძე სოციალურ ქსელში.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

არსებული ცნობებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი.

გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ხელოვნების უნივერისტეტოს შენობასთან მოხდა.