რას ამბობს ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ნიკა კაპანაძის ადვოკატი?
ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ. კაპანაძე ამ დრომდე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელის თქმით, ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისად, გაწერის საკითხსაც დღეს გადაწყვეტენ. კლინიკა „ჰელსიკორიდან“უახლოეს დღეებში გაეწერება სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა.
როგორც მედიკოსი განმარტავს, ახალგაზრდები თავს კარგად გრძნობენ და ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.